მარგველაშვილმა მეორე ბრძოლაც მოიგო და ნახევარფინალს ერთი გამარჯვება აშორებს (ვიდეო)

პრაღაში დღეს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირი 19-21 ნოემბრის შუალედში იმართება. ქართველმა ძიუდოსტმა ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) ტურნირზე მეორე წრეც გაიარა და ნახევარფინალამდე ერთი მოგებაღა აშორებს. მან ეფექტური გდებით რუმინელი ბორის დუმიტრესკუ დაამარცხა და 1/4 ფინალში ფრანგ კილიან ლებლუშს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) პირველივე შეხვედრაში დამარცხდნენ და გამოეთიშნენ ასპარეზობას, ხოლო ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა (52) აზერბაიჯანელი ძიუდოისტი დაამარცხა და აგრძელებს ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას.

წინასწარი შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი 19:00 საათზე, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.