მარგველაშვილმა ბაქოს გრანდ სლემზე პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. დღეს ტურნირზე მედლების მოპოვებას ორი ქართველი შეეცდება. 66კგ-ში პირველი შეხვედრა ჩაატარა ვაჟა მარგველაშვილმა. ქართველმა ბაჰრეინის წარმომადგენელი რამაზან კოძაკოვი გაფრთხილებებით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
შეჯიბრებაზე გამომსვლელი მეორე ძიუდოისტი გიორგი თუთაშვილი (66კგ) პირველ დაპირისპირებას რამდენიმე წუთში ესტონელ ოსკარ პერტელსონთან გამართავს.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე 11 სპორტსმენით გამოდის (9 მამაკაცი და 2 ქალი). ჩვენს გუნდში გამოცდილ და ტიტულოვან ძიუდოისტებთან ერთად რამდენიმე ახალგაზრდა სპორტსმენიც ასპარეზობს.
ბაქოს გრანდ სლემზე წინასწარი დაპირისპირებები 11:00 დაიწყო,ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება.