მარგველაშვილის ვერცხლის მედალი დიუსელდორფის გრანდ სლემზე - ძიუდო
მარგველაშვილის ვერცხლის მედალი დიუსელდორფის გრანდ სლემზე - ძიუდო

დიუსელდორფში მიმდინარე გრანდ სლემის ტურნირზე ძიუდოში დღეს ოთხი ქართველი გამოვიდა საასპარეზოდ და მათგან სამმა ფინალურ ბლოკში იჭიდავა.66კგ-ში ვაჟა მარგველაშვილი ფინალში იაპონელ ჰიფუმი აბესთან დამარცხდა.ამავე წონაში ბაგრატ ნინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის რუს იაკუბ შამილოვს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ შეხვედრა მანაც დათმო.60კგ-ში კი მესამე ადგილისთვის თემურ ნოზაძე დამატებით დროში ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუასთან წააგო. ხვალ და ზეგ კი ტურნირზე შემდეგი ძიუდოისტები გამოვლენ:

73 კგ. – ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი
81 კგ. – ნუგზარ ტატალაშვილი, ტატო გრიგალაშვილი
90 კგ. – ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური
100 კგ. – ნიაზ დიასამიძე, გიორგი ჩიქოვანი
+100 კგ. – გურამ თუშიშვილი, ონისე ბუღაძე.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს დიუსელდორფის ტურნირზე ჩვენმა ნაკრებმა მხოლოდ ორი მედლის მოპოვება შეძლო. ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.