მარგველაშვილი მეოთხედფინალშია, ნინიაშვილი ტურნირს გამოეთიშა (ვიდეო)
2021 წლის პირველი საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში ყატარის დედაქალაქ დოჰაში დღეს დაიწყო. 66კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილი მეოთხედფინალშია, სადაც ისრაელის წარმომადგენელ ბარუჩ შმაილოვს შეხვდება.
ამავე წონით კატეგორიაში მეორე წრეში დამარცხდა ბაგრატ ნინიაშვილი და იგი ტურნირს გამოეთიშა.
რამდენიმე წუთში თავის მეორე შეხვედრას იჭიდავებს 60კგ-ში თემურ ნოზაძე, რომელმაც პირველ შეხვედრაში გამოცდილი ბრაზილიელი ძიუდოისტი ერიკ ტაკაბაკატე დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.
დოჰაში დღეს წინასწარი შეხვედრები 11.00 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 18.00 საათზე გაიმართება.