ვაჟა მარგველაშვილი მედლის მოპოვებას რეპეშაჟიდან შეეცდება (ვიდეო)

2021 წლის პირველი საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში ყატარის დედაქალაქ დოჰაში დღეს დაიწყო.

მასტერსის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების ღირსებას ოთხი მამაკაცი და ორი ქალი ძიუდოისტი იცავდნენ, საიდანაც ხუთი სპორტსმენი უკვე გამოეთიშა ასპარეზობას. მედლის შანსი მხოლოდ 66კგ-ში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილს დარჩა, რომელიც ტურნირზე გამოსვლას რეპეშაჟიდან აგრძელებს.

დოჰაში დღეს წინასწარი შეხვედრები 11.00 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 18.00 საათზე გაიმართება.