მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა

პრაღაში მინდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მოლდოველ დენის ვიერუსთან დამარცხდა.

ტურნირზე დღეს კიდევ სამი ქართველი: ლუხუმ ჩხვიმიანი, ეთერ ლიპარტელიანი და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი გამოვიდნენ, მაგრამ სამწუხაროდ მათ ადრეულ ეტაპზე დაასრულეს ასპარეზობა.

ხვალ ევროპის ჩემპიონატზე მედლებისთვის სამი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს. მეორე საშეჯიბრო დღეს ჩვენი ნაკრების ღირსებას ოლიმპიური თამაშების ოქროსა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81კგ) და ლუკა მაისურაძე (81კგ) დაიცავენ.

წინასწარი შეხვედრები 13.00 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი 19.00 საათზე, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.