ძიუდო | მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია (ვიდეო)

პრაღაში დღეს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირი 19-21 ნოემბრის შუალედში იმართება. ქართველმა ძიუდოსტმა ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) ტურნირზე მესამე წრეც გაიარა და ნახევარფინალში იჭიდავებს. მან 1/4 ფინალში ფრანგ კილიან ლებლუთან დამატებით დროში სუფთა გამარჯვება მოიპოვა. ნახევარფინალში ქართველი სპორტსმენი ისრაელის წარმომადგენელ ტალ ფლიკერს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) პირველივე შეხვედრაში დამარცხდნენ და გამოეთიშნენ ასპარეზობას, ხოლო ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52) გათამაშებას მეორე წრეში დაემშვიდობა.

წინასწარი შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი 19:00 საათზე, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.