თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე დღეს ერთი ქართული ნახევარფინალი გაიმართება. -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალის საგზურს ერთმანეთს ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა გიუნაშვილი შეეცილებიან. მათ შორის გამარჯვებული კი ოქროს მედლისთვის ბოლო ბრძოლას ირანელ ალირეზა ხოჯასტესა და ბრაზილიელ დანიელ კარგნინს შორის გამარჯვებულთან გამართავს.
ნახევარფინალები გაიმართება -60 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც, სადაც ასევე ორი ქართველი სპორტსმენი ასპარეზობს. ამირან პაპინაშვილი რუს ალბერტ მონგუშს შეხვდება, ლუხუმ ჩხვიმიანი კი აზერბაიჯანელ ორუჯ ვალიზადეს.
ფინალური ბლოკის შეხვედრები 16:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.