მარეკ ჰამშიკი - ოსიმენი და კვარაცხელია ევროპაში ძალიან ცნობილები გახდნენ #1TVSPORT
„ნაპოლის“ ყოფილი კაპიტანი მარეკ ჰამშიკი ამბობს, რომ კლუბისთვის სკუდეტოს მოგება მთავარი მიზანია და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნამ ადგილობრივი მიღწევა არ უნდა გააუფასუროს.
„რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის გამო გარკვეული იმედგაცრუებაა. „ნაპოლი“ უფრო ძლიერია, ვიდრე „მილანი“, რაც იტალიის ჩემპიონატში ნათლად გამოჩნდა. სკუდეტო ძვირად ფასობს, გვაიძულებს, სხვა ყველაფერი დავივიწყოთ.
30 წლის განმავლობაში პირველად „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონობას რეალურად მიუახლოვდა, ხოლო ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია, ევროპის მასშტაბით ძალიან ცნობილები გახდნენ.
2018 წელს „ნაპოლი“ ასევე ახლოს იყო ტიტულთან. სამწუხაროდ, ჩემპიონობა ვერ მოვიპოვეთ, თუმცა იმედგაცრუებაზე მეტად კარგი მომენტები მახსენდება.
ვიცი, ახლაც ნეაპოლში სკუდეტოს მოგებას როგორ აღნიშვნავენ. მესმის მათი ემოციური დამოკიდებულება. გასულ წელს ტრაბზონში თურქეთის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ექვსი დღის განმავლობაში ზეიმობდნენ. ვფიქრობ, რაღაც არაორდინალური მოხდება ნეაპოლშიც, როდესაც ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვა. მე ამ სიხარულს შორიდან შევუერთდები“, – ამბობს მარეკ ჰამშიკი.