მარეკ ჰამშიკი „ნაპოლიში“ დაბრუნდება და ახალი მთავარი მწვრთნელის შტაბში მოხვდება #1TVSPORT
მარეკ ჰამშიკი „ნაპოლიში“ დაბრუნდება და ახალი მთავარი მწვრთნელის შტაბში მოხვდება #1TVSPORT

„ნაპოლის“ ლეგენდა მარეკ ჰამშიკი შეიძლება ნეაპოლურ გუნდში დაბრუნდეს.

36 წლის სლოვაკი, რომელმაც შარშან დაასრულა კარიერა, სავარაუდოდ, ფრანჩესკო კალცონას სამწვრთნელო შტაბში შევა. ელოდებიან, რომ კალცონა, რომელიც სლოვაკეთის ნაკრებს ავარჯიშებს, „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვალტერ მაცარის შეცვლის და ორ პოსტს შეითავსებს. ეს ინფორმაცია ინსაიდერმა მატეო მორეტომ გაავრცელა.

უფრო ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ, წყაროს ცნობით, 62 წლის მაცარის ბედი უახლოეს დღეებში გადაწყდება. ის შეიძლება დაითხოვონ „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალის წინ, რომელიც 21 თებერვალს გაიმართება.

ასე რომ, „ნაპოლიმ“ შეიძლება უკვე მეორედ შეცვალოს მწვრთნელი მიმდინარე სეზონში. მაცარიმ გუნდი ნოემბერში ჩაიბარა, როცა რუდი გარსია დაითხოვეს პოსტიდან.

24 ტურის შემდეგ 36 ქულით „ნაპოლი“ სერია A-ს ცხრილში მე-10 ადგილზეა.

რაც შეეხება ჰამშიკს, ის დღეს სლოვაკეთის ნაკრების მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობს.