მარცხი „ზენიტთან“ - კონფლიქტი ამხანაგურ შეხვედრაში (ვიდეო)
მარცხი „ზენიტთან“ - კონფლიქტი ამხანაგურ შეხვედრაში (ვიდეო)

ესპანურ შეკრებაზე ბენიდორმში „საბურთალომ“ მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა – საქართველოს თასის მფლობელის მეტოქე რუსული გუნდი, სანკტ-პეტერბურგის „ზენიტი“ იყო.

მეტოქის რიგებში თამაშობდნენ ცნობილი ფეხბურთელები დუგლას სანტოსი (ოლიმპიური ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრებში), არტემ ძიუბა (რუსეთის ნაკრების კაპიტანი), იორდან ოსორიო (ვენესუელის ნაკრები), ვილმარ ბარიოსი (კოლუმბიის ნაკრები), მალკოლმი („ბარსელონას“ ყოფილი მოთამაშე), სერდარ აზმუნი (ირანის ნაკრები), ბრანისლავ ივანოვიჩი (სერბეთის ნაკრები)

ანგარიში კუთხურის გათამაშების შემდეგ ალეკსეი სუტომრინმა 21-ე წუთზე გახსნა. 38-ე წუთზე, ვილმარ ბარიოსის ფლანგური გარღვევის შემდეგ, ბურთი საკუთარ კარში ანრი ჭიჭინაძემ ჩაჭრა. მე-40 წუთზე მოედანზე კონფლიქტი მოხდა. ვილმარ ბარიოსისა და დაჩი ცნობილაძეს წაკამათებაში ორივე გუნდის მოთამაშეები ჩაერთვნენ, მაგრამ ინციდენტი ორიოდე წუთში ამოიწურა, ტაიმი კი 0:2 დასრულდა. მეორე ნახევარში პეტერბურგელებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს – თავი ოლეგ შატოვმა 60), დანიილ შამკინმა (62) გამოიჩინეს და ზენიტმა 0:4 მოიგო.

„საბურთალო“ – „ზენიტი“ 0:4

„საბურთალო“: ლ. კუპატაძე, მარგველაშვილი, ნაზარ ჯარდელი, კოჰრეიძე, გაბედავა, ძე ტონობლაძე, ჭიჭინაძე, ალტურაშვილი, კენია, ტაბატაძე იულიუს ბლიეკი

შემცვლაზე: დ. კუპატაძე, თეოდორ გრიგალაშვილი, გოშტალიანი, ლაკვეხელიანი, კაკუბავა, მაჭარაშვილი.

„ზენიტი“: ლუნევი, კარავაიევი, რაკიტსკი, ოსორიო, სანტოსი, მუსაევი, ბარიოსი, მალკომი, დრიუსი, სუტორმინი, ძიუბა

შემცვლაზე: ვასიუტინი, ივანოვიჩი, სმოლნიკოვი, პროხინი, რიგონი, შატოვი, ჟირკოვი, ეროხინი, ოძოევი, ვორობიოვი, აზმუნი, შამკინი.