მარცხი თურქულ შეკრებაზე - „სამგურალი“ მოსკოვის „ტორპედოს“ ვერ გაუმკლავდა
მარცხი თურქულ შეკრებაზე - „სამგურალი“ მოსკოვის „ტორპედოს“ ვერ გაუმკლავდა

თურქულ შეკრებაზე წყალტუბოს „სამგურალმა“ მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა – უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილები რუსეთის პირველი ლიგის წარმომადგენელს, მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდნენ და დამარცხდნენ.

ლარას სპორტულ ცენტრ „ფანატიკში“ გამართული ამხანაგური მატჩის პირველ ტაიმში წყალტუბოელებს რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდათ, ანგარიშის გახსნა შეეძლოთ სერგო კუხიანიძეს, ლევან ქურდაძეს და ირაკლი ლექვთაძეს. ორჯერ მოსკოველები გოლისგან ძელმა იხსნა. ტაიმის მიწურულ კი ტორპედოელებმა მწვავე შეტევა განახორციელეს და შანსი გოლად აქციეს – „სამგურალის“ კარი დენის ბალანიუკმა აიღო და პირველი ტაიმი „ტორპედოს“ გამარჯვებით დასრულდა – 0:1. შესვენების შემდეგ ამურ კალმიკოვმა წყალტუბოელთა კარი მეორედ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:2.

„სამგურალი“ – მოსკოვის ,,ტორპედო“ – 0:2

გოლები: 0:1 ბალანიუკი (43), 0:2 კალმიკოვი (50)

„სამგურალი“: ქვილითაია, ქურდაძე, პატარკაციშვილი, ასათიანი, თევზაძე, ფონიავა, ტურე, მჭედლიძე, ლექვთაძე (78. ვერულიძე), კირკიტაძე (78. დოლიძე), კუხიანიძე (82. ჩიხლაძე)