მარცხი თურქეთში - „ტორპედომ“ პირველი შეკრება დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
თურქულ შეკრებაზე ქუთაისის „ტორპედომ“ პირველი ამხანაგური მატჩი ჩერნოგორის „რუდართან“ გამართა და 1:2 დამარცხდა. ქუთაისელთაგან გოლი ირაკლი ბუღრიძემ გაიტანა.
ანგარიში მე-17 წუთზე ჩერნოგორიელებმა გახსნეს. ახალწვეულმა პოპოვიჩმა „რუდარის“ მაისურით პირველი გოლი გაიტანა. 61-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძემ ინდივიდუალური მოქმედებით ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ გადამწყვეტი შეტევა „რუდარმა“ 67-ე წუთზე განახორციელა. ნიკშა ვუიანოვიჩმა ზუსტად დაარტყა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 2:1.
„ტორპედო“: კვასხვაძე, სანდოხაძე, მირცხულავა, ნადარაია, შულაია, ქიმაძე, ცინცაძე, მანჯგალაძე, კუხიანიძე, ბუღრიძე, ახვლედიანი
სათადარიგოები: ტაბატაძე, ძარია, კარაგუნისი, გოგლიჩიძე, აბულაძე, მჭედლიძე, ჩარგეიშვილი
ამ მატჩით გია ცეცაძის გუნდმა პირველი მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა. ფეხბურთელები სამი დღე დაისვენებენ და მეორე მოსამზადებელ ეტაპს დაიწყებენ. მომდევნო ამხანაგურ მატჩს „ტორპედო“ 5 თებერვალს გამართავს, ქუთაისური გუნდი სერბულ „ნაპრედაკს“ დაუპირისპირდება, რომელიც „დინამო თბილისს“ თურქულ შეკრებაზე დაუზავდა – 1:1.