„სამტერდიას“ ორი ახალწვეული ჰყავს - მარცხი თურქეთის სუპერლიგის გუნდთან #1TVSPORT
„სამტერდიას“ ორი ახალწვეული ჰყავს - მარცხი თურქეთის სუპერლიგის გუნდთან #1TVSPORT

„სამტრედია“ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ორკვირიან მოსამზადებელ ეტაპს ასრულებს. გია ცეცაძის გუნდმა ორი ამხანაგური მატჩი გამართა.

„სამტრედიამ“ პირველი შეხვედრა „ბეიკოზისთან“ ჩაატარა და 6:2 სძლია. მეორედ კი საბა ლობჟანიძის ყოფილ კლუბს, თურქეთის სუპერლიგის „ანკარაგუჯუს” დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. ქართველთაგან ერთადერთი გოლი გიორგი ლომთაძემ გიორგი არაბიძის გადაცემით გაიტანა, მეტოქის ორივე გოლი კი თერთმეტმეტრიანიდან გავიდა.

„სამტრედია“: ბექა ქურდაძე, ანდრო გიორგაძე, გიორგი გადრანი, ლუკა ასათიანი, ავთო ენდელაძე, სტრაჰინია პავიშიჩი, გიორგი მჭედლიშვილი, გიორგი ახალაძე, გიორგი ლომთაძე, ნიკოლა პრელჩეცი, გიორგი არაბიძე.

„სამტრედიაში“ „ანკარაგუჯუსთან” შეხვედრაში ახალწვეულებმა ითამაშეს – გიორგი გადრანმა და ხორვატმა ნიკოლა პრელჩეცმა, რომელიც ცეცაძის გუნდს „რაბოტნიჩკიდან“ შეუერთდა. შეგახსენებთ, რომ ზაფხულში „სამტრედიამ“ 3 მოთამაშე დაიმატა – ლუკა ასათიანი, სტრაჰინია პავიშიჩი და რუსლან ჰაჩიევი.