მარცხი ლიდერთან - ბუდუ ზივზივაძემ „კარლსრუეში“ შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT
მარცხი ლიდერთან - ბუდუ ზივზივაძემ „კარლსრუეში“ შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძისკარლსრეუ“ მეორე ბუნდესლიგის ლიდერ „ჰაიდენჰაიმთან“ გასვლით შეხვედრაში 2:5 დამარცხდა და წაუგებელი თამაშების სერია შეწყვიტა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე (ვილი სანიოლმა მარტის სანაკრებო შეკრებაზე გამოიძახა) „კარლსრუეს“ განაცხადში იყო, მოედანზე კი 66-ე წუთზე შევიდა, როდესაც მისი გუნდი 2:4 მარცხდებოდა.

„კარლსრუემ“ თამაში ამჯერადაც კარგად დაიწყო და იენსენის (16) და კაუფმანის (23) გოლებით დასაწყისშივე კომფორტული უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ გუნდმა პირველი ტაიმის ბოლო მონაკვეთი ცუდად ჩაატარა და მასპინძლებმა კლაინდინსტის დუბლით (38, 45+1) წონასწორობა აღადგინეს.

მეორე ნახევარში კლაინდინსტმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და „ჰაიდენჰაიმი“ დააწინაურა, 62-ე წუთზე პიკმა მეოთხე გოლი გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში სესამ (88) დააფიქსირა და „კარლსრუეს“ წარმატებული სერია შეწყვიტა.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გამართული 25 ტურის შემდეგ „კარლსრუე“ 34 ქულით კვლავ მე-8 ადგილზე დარჩა.