მარცხი კონკურენტთან - მიქაუტაძის „მეცს“ „მონპელიემ“ აჯობა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში უშუალო კონკურენტს, „მონპელიეს“ ესტუმრა და 3:0 დამარცხდა.
ზედიზედ ბოლო სამ ტურში მეორედ, ქართველის გუნდი აუტსაიდერთან და, შესაბამისად, კონკურენტთან მარცხდება. ასე მოხდა „ლორიანთან“ და ასე მოხდა ამჯერადაც 22-ე ტურში. გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
„მონპელიე“ „მეცს“ მხოლოდ ორი ქულით ასწრებდა და ამიტომ დაპირისპირება პრინციპული იყო, მაგრამ მასპინძლებმა დამაჯერებლად მოიგეს. მესამე წუთზე ანგარიში ისიაგა სილამ გახსნა. 50-ე წუთზე „მონპელიეს“ უპირატესობა მოდიბო სანიანმა გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში 86-ე წუთზე პენალტით ტეი სავანიემ პენალტით დააფიქსირა.
საფრანგეთის ლიგა 1-ში გამართული 22 ტურის შემდეგ „მეცი“ 17 ქულით დარჩა და მე-17 ადგილზე (ბოლოდან მეორე) დაქვეითდა, ხოლო „მონპელიემ“ კონკურენტს გადაასწრო და მე-14 ადგილზე დაწინაურდა.