მარცხი დონეცკელებთან - ბათუმის „დინამო“ კიდევ სამ სპარინგს გამართავს
ბათუმის „დინამომ“ თურქეულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი დონეცკის „ოლიმპიკთან“ გამართა და 0:1 დამარცხდა.
უკრაინის პრემიერლიგის გუნდთან ბათუმელებს საკმაოდ მძიმე დაპირისპირება ჰქონდათ. ერთადერთი გოლი „ოლიმპიკმა” პირველი ტაიმში გაიტანა. ბათუმელებმა კი თავისი შანსებით ვერ ისარგებლეს.
დინამო ბათუმი 0:1 ოლიმპიკი დონეცკი
„დინამო“ ბთ: ლევჩენკო – გეგეჭკორი, კობახიძე, ობოაბონა, ჩალაძე – ტეიდი, მანჯგალაძე – ჯიღაური, ვინისიუსი, ვაგნერი – ჯოვინო
შეცვლაზე შევიდნენ: ალავიძე, მელიავა, ფაცაცია, გაგოშიძე, ნავალოვსკი, მამუჩაშვილი, ცინცაძე, გაფრინდაშვილი, თევდორაძე, ჯიჯავაძე, დვალიშვილი
ბათუმის „დინამო“ თურქეთში კიდევ 3 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს: 16 თებერვალს დნეპროპეტროვსკის „დნიპროს“ შეხვდება, 19 თებერვალს – ჩერნიჰოვის “დესნას”, ხოლო 22 თებერვალს – ესტონურ „ლევადიას”.