მარცხი ბოლო წამზე - „ტორპედომ“ თურქეთში პირველი სპარინგი გამართა #1TVSPORT
მარცხი ბოლო წამზე - „ტორპედომ“ თურქეთში პირველი სპარინგი გამართა #1TVSPORT

დღეს ქუთაისის „ტორპედომ“ თურქული შეკრების პირველი ამხანაგური მატჩი გამართება და ბოლო წამზე დამარცხდა.

კახა ჩეტიანის გაწვრთნილები ახალი სეზონისთვის თურქეთის ქალაქ ელზერუმში ემზადებიან, სადაც პირველ საკონტროლო მატჩში თურქეთის პირველი ლიგის „კაიკურ რიზესპორს“ შეხვდნენ.

ანგარიში თურქებმა მე-3 წუთზე ფარუკ მიას ზუსტი დარტყმით გახსნეს. ქუთაისელებმა ანგარიში ტაიმის ბოლოს მეტოქის მცველის ავტოგოლით გაათანაბრეს და ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმშიც „კაიკურ რიზესპორიფარუკ მიამ დააწინაურა, მაგრამ ქუთაისელებმა 10 წუთში წონასწორობა მეორედ აკაკი შულაიას ზუსტი დარტყმით აღადგინეს. მატჩი ასეც მთავრდებოდა, მაგრამ დენიზ ჰამეტიმ 90-ე წუთზე თურქულ კლუბს გამარჯვება მოუტანა – 3:2.

კაიკურ რიზესპორი“ – ქუთაისის „ტორპედო“ 3:2

1:0 ფარუკ მია (3), 1:1 ავტოგოლი (44), 2:1 ფარუკ მია (50), 2:2 აკაკი შულაია (59), 3:2 დენიზ ჰამეტი (90)

„ტორპედო“: კვასხვაძე, გეგეჩკორი, სანდოხაძე, აბულაძე, შერგელაშვილი, ტაბატაძე, გიგაური, მანჯგალაძე, არაბიძე, ახვლედიანი, ქავთარაძე

შეცვლაზე: ლაბაძე, შულაია, ვაჩიბერაძე, ქიმაძე, მჭედლიშვილი, ბუღრიძე, მჭედლიძე, ცინცაძე