მარცხი ბოლო წამებზე - დავითაშვილის „ბორდომ“ გასვლაზე წააგო #1TVSPORT
მარცხი ბოლო წამებზე - დავითაშვილის „ბორდომ“ გასვლაზე წააგო #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ ერთ-ერთ აუტსაიდერს, „ტრუას“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში ქულა ბოლო წამებზე დაკარგა – 2:1.

ქართველი შემტევი ნახევარმცველი, რომელმაც საფრანგეთის ლიგა 2-ის 23-ე ტურის მატჩამდე გადაწყვიტა გუნდში დარჩენა, „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და „ტრუას“ წინააღმდეგ გასვლით დაპირისპირებაში 72 წუთი ითამაშა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მთავარი ამბები შესვენების შემდეგ დატრიალდა. 65-ე წუთზე მასპინძლების შეტევა თავდამსხმელმა სიმონ ელისორმა დააგვირგვინა.

„ბორდომ“ იბრძოლა და 88-ე წუთზე მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტით ივან ბარბემ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ 90+3-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა უკვე „ბორდოს“ კარში დაინიშნა, რომელიც სიმონ რიპარიმ გამოიყენა და „ტრუას“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.

საფრანგეთის ლიგა 2-ში გამართული 23 ტურის შემდეგ „ბორდო“ (28) მე-13 ადგილზე დარჩა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 5 ქულა აშორებს.