ქუთაისის „ტორპედომ“ თურქულ შეკრებაზე მეხუთე ამხანაგური შეხვედრა გაიმართება – ბოლო ტესტ-მატჩში გია ცეცაძის გუნდი ჩერნიჰოვის „დესნას“ დაუპირისპირდა და დამარცხდა.
ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა. როინ კვასხვაძემ ბურთი ცუდად მოიგერია, დამატებაზე უკრაინელმა შემტევმა ანგარიში გახსნა. ჩერნიჰოველებმა ანგარიში მე-60-ე წუთზე გაზარდეს. „დესნას“ ფეხბურთელმა პენალტი უნაკლოდ გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 0:2 უკრაინელების სასარგებლოდ.
ტორპედო-დესნა 0:3
„ტორპედო“: კვასხვაძე, აბულაძე, სანდოხაძე,. ნადარაია, შულაია, მანჯგალაძე, ცინცაძე, ქიმაძე, თევზაძე, ახვლედიანი, არაბიძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ბუღრიძე, მირცხულავა, ტაბატაძე.
„ტორპედო“ ხვალ საქართველოში დაბრუნდება და ეროვნული ლიგის გათამაშებისთვის მზადებას ქუთაისში გააგრძელებს. პირველი ტურის შეხვედრაში გია ცეცაძის გუნდი ტრადიციულ მეტოქეს, „დინამო თბილისს“ 25 თებერვალს „დინამო-არენაზე“ დაუპირისპირდება.