მარცხი აზერბაიჯანთან - 19-წლამდელები მეორე ამხანაგურ მატჩსაც გამართავენ #1TVSPORT
მარცხი აზერბაიჯანთან - 19-წლამდელები მეორე ამხანაგურ მატჩსაც გამართავენ #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდელ ვაჟთა ნაკრებმა აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში ამხანაგური შეხვედრა აზერბაიჯანთან გამართა და 1:2 დამარცხდა.

გაბალას „შეჰერ სტადიონზე“ გამართულ დაპირისპირებაში აზერბაიჯანელები 44-ე წუთზე დაწინაურდნენ და ტაიმი 1:0 მოიგეს. 83-ე წუთზე მასპინძლებმა უპირატესობა ორამდე გაზარდეს. ვასილ მაისურაძის გუნდმა 90+1-ე წუთზე მხოლოდ ანგარიშის შემცირება მოახერხა.

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები აზერბაიჯანში კიდევ სამი დღე გაჩერდება და მეორე ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავს. გუნდი 18 ივნისს ბელარუსის ნაკრებთან ითამაშებს და ამით შეკრებას დაასრულებს.

ამ ფორმაციის ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში ესპანეთს, კვიპროსსა და მოლდოვას შეხვდება. ჯგუფურ ეტაპს (15-21 ნოემბერი) საქართველო უმასპინძლებს.