იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ აღიარა, რომ აღარ სურს კლუბებთან მუშაობა, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ შეიძლება ისევ დაუბრუნდეს ნაკრებში სამუშაოს.
„მე ეს უკვე გავაკეთე. აღარ ვაპირებ კლუბების გაწვრთნას. შესაძლოა, რამდენიმე თვეში, როცა მივხვდები, რომ სახლში დარჩენა აღარ მსურს, ნაკრები კი ძალიან შორს არ არის ჩემგან, დაბრუნება მოვინდომო.
მაგრამ, მანამდე ვიმედოვნებ, რომ ეს ვირუსი აღარ დახოცავს ადამიანებს. ამის შემდეგ ვნახოთ“, – განუცხადა ლიპიმ Football Italia-ს.
მარჩელო ლიპი იტალიის ნაკრებში 2004-06 და 2008-10 წლებში მუშაობდა და გუნდი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე გამარჯვებამდე მიიყვანა.