მარჩელო ლიპი - „რეალმა“ 1998 წელს ჩემპიონთა ლიგა მსაჯის შეცდომით მოიგო [ვიდეო]
ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ განაცხადა, რომ იტალიურმა კლუბმა 1998 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი მსაჯის შეცდომის გამო წააგო. მაშინ „იუვენტუსმა“ ანგარიშით 0:1 დათმო გადამწყვეტი შეხვედრა „რეალთან“. ერთადერთი გოლი პრედრაგ მიატოვიჩმა გაიტანა.
„მიატოვიჩის გოლი თამაშგარედან გავიდა. ამას მხოლოდ იმიტომ ვამბობ, რომ ყველას ახსოვდეს. არ მინდა კამათი გამოვიწვიო,“ – განაცხადა ლიპიმ რადიო „კადენა სერთან“ კომენტარში.
თავად მიატოვიჩმა ამასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი გამოთქვა: „დარწმუნებული ვარ ამ ეპიზოდთან დაკავშირებით. ყოველთვის ვამბობდი, რომ თამაშგარე არ ყოფილა. ამაზე „იუვენტუსის“ ფეხბურთელების რეაქციაც მეტყველებს. ცნობილია, რომ ისინი აპროტესტებენ ყველაფერს, მაშინაც კი, როცა არაფერი ხდება, მაგრამ ამ ეპიზოდში არც ერთ მათგანს ხელი არ აუწევია, რათა ოფსაიდი მიეთითებინა. მართალია, არ არსებობს ისეთი რაკურსი, რომელიც დაამტკიცებდა, რომ თამაშგარე არ იყო, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, თამაშის წესი არ დამირღვევია. არავის გაუპროტესტებია და ამაშია მთელი საიდუმლო, – მოჰყავს მიატოვიჩის სიტყვები გაზეთ „მარკას“.