ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ, 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა. TOP 100 მოთამაშეთა სიას სათავეში „ბარსელონას“ ფორვარდი, ლიონელ მესი ჩაუდგა.
„ოქროს ბურთის“ მფლობელი, ფიფასა და უეფას ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელი, ლუკა მოდრიჩი მეორე ადგილზე გავიდა. მესამეზე აღმოჩნდა მსოფლიოს ჩემპიონი, მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდი ანტუან გრიზმანი. მხოლოდ მეოთხე იყო „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ.
პირველ ათეულში დანარჩენი ადგილები ასე განაწილდა:
კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე), ედენ აზარი (ჩელსი, ბელგია), რაფაელ ვარანი (რეალი, საფრანგეთი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი, ინგლისი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ბელგია).