Marca - ლოპეტეგი რეალის ფეხბურთელებს გამოემშვიდობა
Marca - ლოპეტეგი რეალის ფეხბურთელებს გამოემშვიდობა

როგორც ესპანური გაზეთი Marca წერს, მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, ხულენ ლოპეტეგი თავის პოსტს ნამდვილად დატოვებს. კვირას, ესპანეთის ჩემპიონატის მეათე ტურში მადრიდელებმა  „ელ კლასიკო“ სტუმრად „ბარსელონასთან“ 1:5 წააგეს.

52 წლის ლოპეტეგიმ „რეალის“ მოთამაშეებს ერთობლივი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ წარმატებები უსურვა. Marca-ის ინფორმაციით, მწვრთნელმა თავისი სიტყვა ამგვარი ფრაზით დაასრულა – „გემშვიდობებით – ყოველი შემთხვევისთვის.“

უფრო ადრე, ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ „რეალი“ ორშაბათს, მთავარ მწვრთნელად „ჩელსის“ ყოფილ დამრიგებელს, ანტონიო კონტეს დანიშნავს.