Marca - "იუვენტუსი" მზად არის, რონალდუს წელიწადში 30 მილიონი გადაუხადოს
Marca - "იუვენტუსი" მზად არის, რონალდუს წელიწადში 30 მილიონი გადაუხადოს

რამდენიმე ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ დაწერა, რომ ტურინის “იუვენტუსი” ინტერესს გამოთქვამს მადრიდის “რეალის” ფორვარდის კრიშტიანუ რონალდუს მიმართ. გაზეთ Marca-ის ინფორმაციით, ტურინელებს უკვე ჰქონდათ კონტაქტი მადრიდელებთან პორტუგალიელის სავარაუდო ტრანსფერთან დაკავშირებით.

როგორც ჟურნალისტები წერენ, “იუვენტუსი” მზად არის რონალდუს 4-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, წლიური 30 მილიონი ევროს გასამრჯელოთი.