მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდს რობერტ ლევანდოვსკის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მადრიდის “რეალში” გადასვლა სურს. როგორც გაზეთი Marca წერს, გერმანული კლუბი არ აპირებს პოლონელის შემადგენლობაში შენარჩუნებაზე ზრუნვას.
ასევე აღნიშნავენ, რომ 29 წლის ფეხბურთელის აგენტი მუდმივ კონტაქტშია მადრიდელთა ხელმძღვანელობასთან. 2017 წლის ოქტომბერში, “ბაიერნი” და “რეალი” უკვე განიხილავდნენ ტრანსფერის შესაძლებლობას იმის გამო, რომ ლევანდოვსკი აკრიტიკებდა მიუნხენელთა სატრანსფერო პოლიტიკას.
პოლონელი მიუნხენელთა რიგებში 2014 წლიდან გამოდის. მისი კონტრაქტი კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
წლევანდელ სეზონში ლევანდოვსკიმ 30 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 25 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი შეასრულა.