ლეგენდარულმა არგენტინელმა, „ბარსელონასა“ და „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, დიეგო მარადონამ დაასახელა კლუბი, რომელსაც უგულშემატკივრებს ამ გუნდების დაპირისპირებაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე.
„ეჭვგარეშეა, ჩემი გული „ნაპოლისთან“ და ნეაპოლელებთანაა. განსაკუთრებით ასეთ რთულ მატჩში“, – განაცხადა მარადონამ გამოცემა Il Mattino-სთან კომენტარში.
„ბარსელონა“ პირველი ევროპული კლუბი იყო მარადონას კარიერაში. ის კატალონიელთა რიგებში 1982-84 წლებში ირიცხებოდა, რის შემდეგაც, „ნაპოლიში“ გადავიდა და იქ 1984-91 წლებში ითამაშა.