მარადონა მინსკში 20-მილიონიან სახლში იცხოვრებს
მარადონა მინსკში 20-მილიონიან სახლში იცხოვრებს

ბელარუსული კლუბის ბრესტის „დინამოს“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარე დიეგო მარადონა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მდიდრულ სახლში იცხოვრებს, – იტყობინება არგენტინული გაზეთი Clarin.

სახლს შვიდი ოთახი აქვს და მისი ღირებულებაა – 20 მილიონი დოლარი. არგენტინელის განკარგულებაში იქნება 11 ადამიანისგან შემდგარი პერსონალი.

მარადონას სახლთან ახლოს არის აეროდრომი პირადი თვითმფრინავისთვის. ბრესტში სამსახურში დიეგო სწორედ ამ თვითმფრინავით იფრენს.