ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ აღნიშნა, რომ მზად არის უფასოდ ავარჯიშოს არგენტინის ნაკრები. მან აღიარა, რომ ძალიან განიცადა არგენტინელთა გავარდნა მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალიდან.
“მე არგენტინას გასამრჯელოს გარეშეც ვავარჯიშებდი, – მოჰყავს მარადონას სიტყვები სააგენტო Reuters-ს. – სანაცვლოდ არაფერი მჭირდება. ხალხი ფიქრობს, რომ ბედნიერი ვარ, მაგრამ გულზე მძიმე ლოდი მაწევს. ცუდად ვგრძნობ თავს, რადგან ასე მარტივად განადგურდა ის, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ვაშენებდით”, – განაცხადა მარადონამ.