მარადონა - არასდროს მინახავს ვან ბასტენზე ელეგანტურად მოთამაშე ფეხბურთელი [ვიდეო] #1TVSPORT
„არსდროს მინახავს უფრო ელეგანტურად მოთამაშე ფეხბურთელი, ვიდრე ვან ბასტენია. გოლების მანქანა, რომელიც ზუსტად მაშინ გაჩერდა, როცა მსოფლიოში საუკეთესო უნდა გამხდარიყო . . .“, – ეს სიტყვები მეორე ლეგენდას, დიეგო მარადონას ეკუთვნის, რომელიც ვან ბასტენის ტალანტს დიდ პატივს სცემდა.
მარკო ვან ბასტენი 1964 წლის 31 ოქტომბერს, ნიდერლანდებში, ქალაქ უტრეხტში დაიბადა.
მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი 1986 წელს „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა, 1988, 1989 და 1992 წლებში კი „ოქროს ბურთი“ დაიმსახურა.
1988 წელს მარკო ვან ბასტენმა ნიდერლანდების ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონობა იზეიმა, თავად კი კონტინენტის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
არანაკლებ წარმატებული იყო მისი სკლუბო კარიერა. 1984-88 წლებში ვან ბასტენი ოთხჯერ დასახელდა ნიდერლანდების ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირად.
„აიაქსის“ შემადგენლობაში ვან ბასტენმა 133 მატჩში 122 გოლი გაიტანა, ოთხჯერ გახდა ნიდერლანდების ჩემპიონი და სამჯერ დაეუფლა ქვეყნის თასს.
შემდეგ იყო „მილანი“, სადაც ნიდერლანდელი ლეგიონერი 201 მატჩში 124 გოლის ავტორი გახდა. „მილანთან“ ერთად ვან ბასტენმა მოიგო იტალიის ჩემპიონატი (ოთხჯერ), იტალიის სუპერთასი (ოთხჯერ) უეფა-ს ჩემპიონთა თასი (ოთხჯერ), უეფა-ს სუპერთასი (სამჯერ) და საკონტინენტთაშორისო თასი (ორჯერ).
ვან ბასტენი ნიდერლანდის ეროვნულ ნაკრებს, აგრეთვე „აიაქსს“, „ჰერენვენსა“ და „ალკმაარს“ წვრთნიდა. ლეგენდარული ფეხბურთელი ახლა ფიფა-ში მოღვაწეობს და ორგანიზაციის ტექნიკური დირექტორის პოზიციაზეა.
Placar-ის ვერსიით, მარკო ვან ბასტენი XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 26-ე ადგილზე დასახელდა.