„კონსტანტინე მარადიშვილი წლის ერთ-ერთი აღმოჩენაა“, – მოსკოვის ცსკა-ს წარმოშობით ქართველი ნახევარმცველის შესახებ „მატჩის ტვ“-სთან ინტერვიუში რუსეთის ფედერაციის ფეხბურთის ეროვნული ლიგის (პირველი ლიგა) განვითარების და მარკეტინგის დირექტორმა თემურ ლეპსაიამ განაცხადა.
„ახალ სეზონში კონსტანტინე მარადიშვილის პროგრესი თვალსაჩინოა. მან ძალიან მოუმატა და დიდ სიმპათიას იმსახურებს. მოსკოვის ცსკა-ს მთავარმა მწვრთნელმა მასთან მიდგომა მოახერხა. თავად ფეხბურთელი ახალგაზრდაა, რუსული პასპორტი აქვს და რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეუძლია. ის საკმაოდ ეფექტურად მოქმედებს როგორც მოედნის ცენტრში, ისე დაცვის ფლანგზე, რაც იშვიათი ამბავია. ვფიქრობ, მარადიშვილი მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა“, – დარწმუნებულია ლეფსაია.
კონსტანტინე მარადიშვილი 20 წლისაა და მოსკოვში გაიზარდა. წარმოშობით ქართველი ცსკა-ს გაზრდილია და გუნდთან ახალი კონტრაქტი ივნისში 2025 წლამდე გააფორმა. სპორტის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა (CIES Football Observatory) ის მეშვიდე ადგილზე გაიყვანა ნომინაციაში, სადაც მოწინააღმდეგის გადაცემების ჩაჭრა დაითვალეს. ეს ეხებოდა ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც ევროპის 5 საუკეთესო ლიგის გარეთ თამაშობენ.
საინტერესოა, რომ ამ სიაში რუსეთის ჩემპიონატიდან სამი ფეხბურთელი მოხვდა, მათგან ორი კი ქართველი გახლდათ. საუკეთესო ახალგაზრდა დრიბლიორი საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელიც სტატისტიკით ტოპ 5 ჩემპიონატის ერთადერთი „ტორინოს“ კოტდივუარელი მოთამაშე ვილფრიდ სინგო უსწრებდა, რომლითაც იტალიის ტოპ-გუნდები არიან დაინტერესებული. საინტერესოა, რომ კვარაცხელიამ გაასწრო „აიაქსის“ ბრაზილიელ შემეტვ ანტონის, რომელიც მხოლოდ მეხუთე პოზიციაზე აღმოჩნდა.