მარადიშვილი „ლოკომოტივში“ გადავიდა - მიზეზი კობიაშვილის ექსმწვრთნელია, ცსკა შვიდ მილიონს მიიღებს #1TVSPORT
მოსკოვის „ლოკომოტივმა“ გამოაცხადა, რომ ცსკა-დან ნახევარმცველის, კონსტანტინე მარადიშვილის ტრანსფერი განახორციელა. 21 წლის ფეხბურთელთან 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
პორტალი Transfermarkt ფეხბურთელის ტრანფერს 2,5 მილიონ ევროდ აფასებს. თუმცა, როგორც „სპორტ-ეკსპრესი“ ამტკიცებს, ცსკა-ს 21 წლის ნახევარმცველის სატრანსეფრო ფურცლის გამოსასყიდად „ლოკომოტივმა“ 7 მილიონი ევრო გადაიხადა. მამამისი, კობა მარადიშვილი გურჯაანელია და ქართულ კლუბებში თამაშობდა, კარიერის შემდეგ კი მოსკოვში დასახლდა, დაოჯახდა და კონსტანტინეც მოსკოვში დაიბადა. ის ცსკა-ს საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. ფეხბურთელმა ცსკა-ში სულ 40 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე ორი გოლი და ერთი საგოლე პასია.
კონსტანტინე მარადიშვილის მამამ, კობა მარადიშვილმა ილაპარაკა CSKA– ს პრეზიდენტ ევგენი გინერთან საუბრის შესახებ ლოკომოტივში გადასვლამდე. მანამდე „ლოკომ“ ოფიციალურად გამოაცხადა ცსკა-ს მოსწავლის გადაყვანა.
„ჩვენსა და ცსკა -ს შორის გაუგებრობა არ არსებობს. რომ ყოფილიყო თუნდაც ერთი ნიუანსი, რომელიც ზოგიერთ მხარეს არ მოეწონებოდა, მე და კოსტია ასეთ გადაწყვეტილებას არ მივიღებდით. პატიოსნება და სიამაყე ჩემთვის პირველ ადგილზეა. ადამიანი გუნდს მხოლოდ ფულის გამო არ იცვლის. ჩვენ ქართველები ვართ – სიტყვის, პატივისა და ღირსების ადამიანები“, – ციტირებს Sport24 ფეხბურთელის მამის სიტყვებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ვაჟი გადავიდა „ლოკომოტივში“ არა ხელფასის გაზრდის, არამედ კლუბის მაღალი პერსპექტივის გამო – საქმე ისაა, რომ 2021 წლის 6 ივლისს მოსკოვის „ლოკომოტივის“ სპორტული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელად ცნობილი გერმანელი სპეციალისტი რალფ რანგნიკი დაინიშნა, რომელმაც კონტრაქტი სამწლიანი ვადით გააფორმა. გერმანელი საფეხბურთო მწვრთნელი მუშაობდა „შტუტგარტში“, „ჰანოვერი 96“-ში, „შალკე 04“-ში, „ჰოფენჰაიმში“, 2015—2016 და 2018-2019 წლებში კი „ლაიფციგში“.
2004-2005 წლებში რალფ რანგნიკის ხელმძღვანელობით, „შალეკეში“ ლევან კობიაშვილი თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად სწორედ მის დროს ჩამოყალიბდა.