მაქსიმე ქვილითაია - იმედია, გამოსავალი მოიძებნება და „ტორპედო“ ეროვნულ ლიგაში ასპარეზობას გააგრძელებს
მაქსიმე ქვილითაია - იმედია, გამოსავალი მოიძებნება და „ტორპედო“ ეროვნულ ლიგაში ასპარეზობას გააგრძელებს

ქუთაისის „ტორპედო“ მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი – გუნდში არსებულ კრიზისს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით მაქსიმე ქვილითაია გამოეხმაურა.

გუნდის ყოფილი მეკარე იმედოვნებს, რომ ქუთაისის „ტორპედოში“ ვითარება მალე გამოსწორდება.

„მინდა, ჩემი მხარდაჭერა და გულისტკივილი გამოვხატო ისტორიული კლუბის მიმართ, რომელშიც გავატარე შვიდი წელი. ერთობით მოვიპოვეთ დიდი სიხარული და გამარჯვება. იყო დამარცხებაც, მაგრამ გუნდი ყოველთვის ცდილობდა, გულშემატკივრებთან ერთად ენახა ის ძალა, რაც შემდგომში წინსვლას და წარმატებას მისცემდა… იმედია, ახლაც მოიძებნება გამოსავალი და ქუთაისის „ტორპედო“ განახლებული შემადგენლობით ეროვნულ ლიგაში ასპარეზობას გააგრძელებს“, – წერს მაქსიმე ქვილითაია.

მაქსიმე ქვილითაიამ ქუთაისის „ტორპედო“ ზაფხულში დარტოვა და ირანის ჩემპიონატის გუნდში, „შაჰინ ბუშერში“ თამაშობს.