მაქს ფერსტაპენს ჰემილტონთან ერთ გუნდში გამოსვლის სურვილი აქვს
მაქს ფერსტაპენს ჰემილტონთან ერთ გუნდში გამოსვლის სურვილი აქვს

„რედ ბულის“ პილოტს მაქს ფერსტაპენს მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონთან ლუის ჰემილტონთან ერთ გუნდში სურს გამოსვლა, – დაწერა გერმანულმა გამოცემა „ბილდმა“.

იტყობინებიან, რომ ძრავის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზით ზედიზედ ორი რბოლიდან გამოვარდნის შემდეგ, ნიდერლანდელი მოთმინებას კარგავს იმის გამო, არ შეუძლია საჩემპიონო ბრძოლაში ჩაბმა. გამოცემა ამტკიცებს, რომ ფერსტაპენს სურს ჰემილტონის თანაგუნდელი გახდეს.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ჰემილტონს ჯერ არ აქვს მომავალი სეზონისთვის გახანგრძლივებული კონტრაქტი „მერსედესთან“. ბრიტანელი ლიდერობს მიმდინარე ჩემპიონატის საერთო ჩათვლას, ფერსტაპენი – მესამე ადგილზეა.