მაქს ფერსტაპენმა ახალ სეზონში პირველი გრანპრი მოიგო #1TVSPORT
მაქს ფერსტაპენმა ახალ სეზონში პირველი გრანპრი მოიგო #1TVSPORT

ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონმა მაქს ფერსტაპენმა „ფერარის“ პილოტთან შარლ ლეკლერთან მძიმე ბრძოლაში საუდის არაბეთის გრანპრი მოიგო.

სტარტმა მშვიდად ჩაიარა. ლიდერთა ჯგუფში მხოლოდ ერთი გადაადგილება მოხდა – ფერსტაპენმა კარლოს საინსს გაუსწრო მესამე ადგილისთვის ბრძოლაში. ლიდერი სერხიო პერესი იყო, მეორე – შარლ ლეკლერი.

არც ისე წარმატებით დაიწყო მე-16 ადგილიდან თავისი გარღვევა ლუის ჰემილტონმა – პირველ წრეზე მან მხოლოდ ალექს ალბონს გაუსწრო. ხოლო მისმა თანაგუნდელმა ჯორჯ რასელმა ესტებან ოკონს აჯობა და მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

მე-14 წრეზე ჰემილტონმა ქულათა ზონამდე მიაღწია, ამასობაში, პიტსტოპის პირველი ტალღა დაიწყო, რის შედეგაც ლიდერი ლეკლერი გახდა, ფერსტაპენი მეორე იყო, პერესი – მესამე.

მოგვიანებით დაიწყო ბრძოლა ლიდერებს შორის. წინა ეტაპისგან განსხვავებით, ამჯერად ეს დაპირისპირება ფერსტაპენმა მოიგო. ლეკლერი მთელი ძალით ცდილობდა პირველი პოზიციის დაბრუნებას, მაგრამ ყვითელი დროშების გამოფენამ შეუშალა ხელი. საბოლოოდ, ფინიშის ხაზზე ლიდერებს შორის სხვაობამ ნახევარი წამი შეადგინა. მაქს ფერსტაპენმა სეზონში პირველი და კარიერაში 21-ე რბოლა მოიგო.

შემდეგი რბოლა ორი კვირის შემდეგ ავსტრალიაში გაიმართება.

 

ს. არაბეთის გრანპრი

  1.  მაქს ფერსტაპენი (ნიდერლანდები, რედ ბული) – 50 წრე
  2. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) – +0,549
  3. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) – +8,097
  4. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) – +10,800
  5. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) – +32,732
  6. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) – +56,017
  7. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) – +56,124
  8. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფა ტაური) – +02,946
  9. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) – +1.04,308
  10. ლუის ჰემილტონი (ბრიტანეთი. მერსედესი) – +13,948
  11. გუანიუი ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) – +22,215
  12. ნიკო ჰიულკენბერგი (გერმანია, ასტონ მარტინი) – +31,742
  13. ლენს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) – უფინიშოდ
  14. ალექს ალბონი (ტაილანდი, უილიამსი) – უფინიშოდ
  15. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) – უფინიშოდ
  16. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) – უფინიშოდ
  17. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) – უფინიშოდ
  18. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიასი) – უფინიშოდ

საერთო ჩათვლა

  1. შარლ ლეკლერი – 45 ქულა
  2. კარლოს საინსი – 33
  3. 3. მაქს ფერსტაპენი – 25
  4. ჯორჯ რასელი -22
  5. 5. ლუის ჰემილტონი -16
  6. 6. ესტებან ოკონი – 14
  7. 7. სერხიო პერესი – 12
  8. 7. კევინ მაგნუსენი – 12
  9. 9. ვალტერი ბოტასი – 8
  10. 10. ლანდო ნორისი – 6
  11. 11. იუკი ცუნოდა – 4
  12. 11. პიერ გასლი – 4
  13. 13. ფერნანდო ალონსო – 2
  14. 14. გუანიუი ჟოუ – 1

კონსტრუქტორთა თასი

  1. Ferrari – 78 ქულა
  2. Mercedes – 38
  3. Red Bull – 37
  4. 4. Alpine – 16
  5. 5. Haas – 12
  6. 6. Alfa Romeo – 9
  7. 7. AlphaTauri – 8

8. McLaren – 6