ხმაურიანი განცხადება გააკეთა „რედ ბულის“ ჰოლანდიელმა პილოტმა მაქს ფერსტაპენმა. მისი აზრით, ბრიტანელმა ლუის ჰემილტონმა ფორმულა 1-ში რიგით მეხუთე ჩემპიონობა არა ინდივიდეალური თვისებების, არამედ მძლავრი ბოლიდის წყალობით მოიპოვა.
„არ შემიძლია იმის თქმა, რომ ჰემილტონი ამ მომენტში საუკეთესო პილოტია. მას, უბრალოდ, საუკეთესო ბოლიდი ჰყავს. საქმე იმაში არ არის, რამდენად მზად არის მრბოლელი, არამედ იმაში – როგორი მასალით უწევს მას მუშაობა. ლუისი თავისი კარიერის პირველივე წელს იყო მზად ჩემპიონობისთვის საბრძოლველად, რადგან ამისთვის შესაფერისი ბოლიდი ჰყავდა. როცა მთელი გუნდი მხოლოდ შენით არის დაკავებული, ყველაფერი გაცილებით მარტივია. და რაც უფრო კარგია შენი ავტომობილი, მით იოლია საქმის კეთება“, – მოჰყავს ფერსტაპენის სიტყვები Sports Mole-ს.