მაქს ფერსტაპენი ფორმულა 1-ის წლის პილოტი გახდა
მაქს ფერსტაპენი ფორმულა 1-ის წლის პილოტი გახდა

ავსტრიული საჯინიბო “რედ ბულის” პილოტი მაქს ფერსტაპენი ფორმულა 1-ის 2020 წლის საუკეთესო მრბოლელი გახდა.1503

გამოკითხვა ხუთ ექსპერტს შორის ჩაატარა ფორმულა 1-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა. ისინი არა ნაჩვენებ შედეგებსა და ბოლიდების მახასიათებლებს, არამედ პილოტთა უნარებსა და ოსტატობას აფასებდნენ.

ფერსტაპენმა მიიღო 145.7 ქულა. მეორე ადგილზე გავიდა მსოფლიოს ჩემპიონი ლუის ჰემილტონი – 141.6. მესამეზე აღმოჩნდა “ალფა ტაურის” პილოტი პიერ გასლი (137.1), რომელმაც ახლახანს დასრულებულ სეზონში ერთი გრანპრი მოიგო.

მაქს ფერსტაპენმა 2020 წლის სეზონის საერთო ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. ის ჩამორჩა “მერსედესის” ორ პილოტს – ჰემილტონსა და 03ვალტერი ბოტასს.