მაქს ფერსტაპენი ახლოს არის „მერსედესში“ გადასვლასთან #1TVSPORT
მაქს ფერსტაპენი ახლოს არის „მერსედესში“ გადასვლასთან #1TVSPORT

ფორმულა 1-ში სულ უფრო აქტუალური ხდება ჭორი იმის შესახებ, რომ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაქს ფერსტაპენი „რედ ბულიდან“ „მერსედესში“ გადავა.

Sky Sports-ის ინფორმაციით, ნიდერლანდელმა პილოტმა უკვე მისცა თანხმობა „მერსედესში“ გადასვლაზე გუნდის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ტოტო ვოლფს.

ფერსტაპენმა გერმანულ გუნდში უნდა შეცვალოს არა მეორე პილოტი ანდრეა კიმი ანტონელი, არამედ ბრიტანელი ჯორჯ რასელი, რომელიც ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს „მერსედესთან“ კონტრაქტის გაგრძელებაზე. ცნობილია, რომ ფერსტაპენსა და რასელს ერთმანეთთან კონფლიქტი აქვთ.

თავის მხრივ, ჯორჯ რასელის წასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი გადაადგილებები გუნდებში, რომელთა რიცხვს შემდეგი სეზონიდან ჩემპიონატის მე-11 მონაწილე – „კადილაკი“ დაემატება.