მაქაცარიამ „გაგრა“ დატოვა - თავდამსხმელს სამი გუნდი იწვევს #1TVSPORT
თავდამსხმელი თამაზ მაქაცარია 2023 წლიდან „გაგრასთვის“ აღარ შეუტევს, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„მომავალ სეზონში თამაზ მაქაცარია ჩვენი გუნდის ღირსებას აღარ დაიცავს. მან ჩვენი გუნდის მაისურით 53 მატჩი ჩაატარა და 33 გოლის გატანა მოახერხა. წარმატებას და კარიერულ წინსვლას გისურვებთ“, – წერია კლუბის განცხადებაში.
27 წლის თავდამსხმელი 2021 წელს ლიგა 2-ის ბომბარდირი გახდა, პლეიოფში ქობულეთის „შუქურასთან“ ორმატჩიან დაპირისპირებაში ერთადერთი გოლი გაიტანა და გუნდი ეროვნულ ლიგაში გადაიყვანა, ხოლო 2022 წლის პლეიოფში „სპაერთან“ ორი გოლით „გაგრას“ ელიგაში ადგილი შეუნარჩუნა.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, მაქაცარიას დამატებით ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული „სამტრედია“, ასევე ორი სხვა კლუბი დაინტერესდა, მათ შორის ერთი – ყაზახეთის პრემიერლიგიდან, მაგრამ სად გაგრძელებს ფეხბურთელი კარიერას, ჯერ უცნობია.