მაქაცარია „ლოკომოტივში“ ვარჯიშობს - თბილისელები „სამგურალთან“ დამარცხდნენ #1TVSPORT
მაქაცარია „ლოკომოტივში“ ვარჯიშობს - თბილისელები „სამგურალთან“ დამარცხდნენ #1TVSPORT

ევროტურნირებით გამოწვეული პაუზის გამო, ეროვნული ლიგის გუნდები საზაფხულო შეკრებებს ატარებენ და სეზონის მეორე ნახევრისთვის ემზადებიან.

წყალტუბოს „სამგურალმამოსამზდებელ ეტაპზე ამხანაგური შეხვედრა სტუმრად თბილისის „ლოკომოტივთან“ გამართა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

საგურამოს „ლოკო-არენაზე“ გამართულ საკონტროლო მატჩის პირველი ტაიმი 30–ე წუთზე ირაკლი რუხაძის გატანილი გოლით წყალტუბოელების გამარჯვებით დასრულდა 0:1. შესვენების შემდეგ ორივე გუნდში შემადგენლობები შეიცვალა, მაგრამ არა – ანგარიში და წყალტუბოს გუნდმა 0:1 მოიგო.

„ლოკომოტივში“ ვარჯიშობს თამაზ მაქაცარია, რომელიც წელს „გაგრადან“ გორის „დილაში“ გადავიდა, მაგრამ ზაფხულში გუნდი დატოვა. 26 წლის თავდამსხმელი 2021 წელს ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი იყო.


ლოკომოტივი – სამგურალი 0:1


18.07. საგურამო. ამხანაგური მატჩი

გოლი: ირაკლი რუხაძე (30)

სამგურალი: შოვნაძე (33. ქვილითაია), კიკაბიძე, მაისაშვილი, ქურდაძე, ჯამიუ, კალანდარიშვილი, ახვლადიანი, ბურჯანაძე, დევდარიანი, რუხაძე, გავაშელიშვილი

მეორე ტაიმში შევიდნენ: ყალიჩავა, პატარკაციშვილი, თევზაძე, სიმდიანკინი, ჯეფინიო, ჩიხლაძე, ბაშელეიშვილი, ნიქაბაძე დოლიძე, თოდუა