მანუელ ნოიერს სკანდალური ინტერვიუსთვის „ბაიერნისგან“ სანქციები ელოდება #1TVSPORT
მანუელ ნოიერს სკანდალური ინტერვიუსთვის „ბაიერნისგან“ სანქციები ელოდება #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარემ, მანუელ ნოიერმა, შესაძლოა, საკუთარი კლუბისგან სერიოზული ფულადი ჯარიმა მიიღოს სკანდალური ინტერვიუს გამო.

ცოტა ხნის წინ ნოიერმა მკაცრად გააკრიტიკა მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობა მეკარეების მწვრთნელის, ტონი ტოპალოვიჩის განთავისუფლების გამო, რომელიც მრავალი წელი მუშაობდა „ბაიერნში“.

გაზეთ Bild-ის მონაცემებით, თავისი ინტერვიუთი ნოიერმა უსიამოვნოდ გააოცა „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა. ჟურნალისტთა აზრით, მეკარეს მოუწევს, პასუხი აგოს თავისი სიტყვებისთვის. გუნდის კაპიტანს მინიმუმ სერიოზული ფულადი ჯარიმა ემუქრება.

ტაპალოვიჩი „ბაიერნში“ 2011 წლიდან მუშაობდა. ნოიერმა მის განთავისუფლებას მძიმე დარტყმა უწოდა და განაცხადა. რომ მას „თითქოს გული ამოგლიჯეს“.