მანუელ ნოიერს გერმანიის ნაკრებში დაბრუნება უნდა #1TVSPORT
მანუელ ნოიერს გერმანიის ნაკრებში დაბრუნება უნდა #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარემ, მანუელ ნოიერმა განაცხადა, რომ გერმანიის ნაკრებში დაბრუნება სურს.

„კონტაქტი მაქვს ნაგელსმანთან. შევთანხმდით იმაზე, რომ დღეს მას არ შეუძლია ჩემი მიწვევა, მაგრამ პროგრესის იმედი აქვს. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შესაძლებელია, რათა ეროვნულ გუნდში დავბრუნდე“, – განაცხადა ნოიერმა.

37 წლის მეკარემ გასული წლის დეკემბერში მოიტეხა ფეხი თხილამურებით სრიალისას. ბოლოს მან გერმანიის ნაკრებში 1 დეკემბერს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე კოსტა რიკას (4:2) წინააღმდეგ ითამაშა.