მანუელ ნოიერმა ტრავმა მიიღო და გერმანიის ნაკრების შეკრება დატოვა #1TVSPORT
მანუელ ნოიერმა ტრავმა მიიღო და გერმანიის ნაკრების შეკრება დატოვა #1TVSPORT

გერმანიის ნაკრების მეკარემ, მანუელ ნოიერმა ტრავმა მიიღო, რის გამოც ის მარტში თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარება.

ნოიერმა კუნთი დაიზიანა და მიუნხენში დაბრუნდა. გერმანიის ნაკრები 24 მარტს ამხანაგურ შეხვედრაში საფრანგეთს შეხვდება, ხოლო 26 მარტს – ნიდერლანდებს.

37 წლის ნოიერი გერმანიის ნაკრებში 2009 წლიდან თამაშობს. 2014 წელს ის გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა და მუნდიალის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.

შეგახსნებთ, რომ გერმანია 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელია. ჯგუფური ეტაპის მატჩებს „ბუნდესნაკრები“ შოტლანდიასთან, უნგრეთსა და შვეიცარიასთან ჩაატარებს.