მანუელ ნოიერმა ხელბურთელზე იქორწინა #1TVSPORT
მანუელ ნოიერმა ხელბურთელზე იქორწინა #1TVSPORT

„ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი ხელბურთელ ანიკა ბისელზე იქორწინა. ამის შესახებ დაწერა გაზეთმა Bild-მა.

წყაროს ცნობით, 37 წლის გერმანელმა მეკარემ და მისმა 23 წლის შეყვარებულმა 12 ნოემბერს საიდუმლოდ იქორწინეს ქალაქ ტეგერნზეში.

ცერემონია მხოლოდ 20 წუთი გრძელდებოდა. ქორწილმა მეგობრებისა და ოჯახის წევრების ძალიან ვიწრო წრეში ჩაიარა: 20 სტუმარი რატუშის შენობის პირველ სართულზე პატარა საქორწინო დარბაზში განთავსდა.

ასევე იტყობინებიან, რომ ფეხბურთელის ცოლი ორსულადაა და ნოიერი გაზაფხულზე გახდება მამა.

მანუელ ნოიერი თავის ყოფილ ცოლს 2019 წელს დაცილდა და ამის შემდეგ დაიწყო მისი რომანი ბისელთან. ეს უკანასკნელი ხელბურთს თამაშობს მეორე დივიზიონის კლუბ „რეგენსბურგში“.