მანუელ ნოიერმა „ბაიერნთან“ კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT
მანუელ ნოიერმა „ბაიერნთან“ კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარემ, მანუელ ნოიერმა 2026 წლის ზაფხულამდე გააგრძელა კლუბთან კონტრაქტი. ამის შესახებ გერმანულმა გრანდმა საკუთარ ვებგვერდზე დაწერა.

„მომწონს ფეხბურთის თამაში და მინდა, „ბაიერნის“ ფეხბურთელად დავრჩე. ჯერ ისევ მოტივირებული ვარ და მოუთმენლად ველოდები განსაკუთრებულ კლუბში კიდევ ერთ წელს. ეს კარგი გრძნობაა. წინ კიდევ ბევრი მიზანი გვაქვს, რომლებსაც ერთად უნდა მივაღწიოთ“, – მოჰყავს ნოიერის სიტყვები „ბაიერნის“ პრესსამსახურს.

38 წლის ნოიერმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა.