„ბაიერნის“ მეკარემ მანუელ ნოიერმა უპასუხა შეკითხვას „ბარსელონას“ კარის დარაჯის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შესახებ, რომელიც გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარე გახდა მას შემდეგ, რაც ნოიერმა ტრავმა მიიღო.
„ვფიქრობ, ახლა ის ნამდვილად პირველი ნომერია ნაკრებში, მაგრამ ამ მომენტისთვის ეს თემა ჩემთვის აქტუალური არ არის. უბრალოდ, მოხარული ვარ, რომ მინდორზე დავბრუნდი და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. გუშინ მქონდა საუბარი ნაკრების მწვრთნელთან, ნაგელსმანთან და მან ყოველივე საუკეთესო მისურვა. ყველაფერი წესრიგში მაქვს და მოუთმენლად ველოდები მომავალ მატჩებს. ეს მხოლოდ დაბრუნებაა, მაგრამ ის მრავლისმეტყველი იყო“, – მოჰყავს ნოიერის სიტყვები გაზეთ Kicker-ს.
მანუელ ნოიერმა შაბათს თითქმის ერთწლიანი შესვენების შემდეგ ითამაშა ბუნდესლიგაში.