მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების მეკარემ, მანუელ ნოიერმა არ გამორიცხა მონაწილეობა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატში, რომელიც გერმანიაში გაიმართება.
ადრე პრესაში იტყობინებოდნენ, რომ 33 წლის გერმანელი აქტიურ საერთაშორისო კარიერას ევრო 2020 წლის შემდეგ დაასრულებდა.
„ნაკრებში კარიერის დასრულების საკითხი ღიად რჩება. საკუთარ ჯანმრთელობას უნდა დავაკვირდე, ვნახო როგორ ფორმაში ვიქნები და მივიღებ თუ არა ისეთივე სიამოვნებას თამაშისგან, როგორც ადრე. მონაწილეობა საშინაო ევრო 2024-ში? მე ფორმაში ვარ, მე მზად ვარ!“ – თქვა ნოიერმა.