მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი მზად არის გერმანიის ნაკრებში დასაბრუნებლად.
როგორც გაზეთ Bild-ის ჟურნალისტი ტობი ალტშეფლი წერს, 39 წლის ნოიერი, რომელმაც ეროვნული გუნდიდან წასვლის შესახებ 2024 წლის აგვისტოში გამოაცხადა, ფიქრობს ნაკრებში დაბრუნებას მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის, რომელიც აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება.
მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, რომელიც ნოიერის წასვლის შემდეგ გერმანიის ნაკრების პირველი მეკარე გახდა, რთული პერიოდი აქვს „ბარსელონაში“. მან დაკარგა ძირითადი მეკარის სტატუსი კატალონურ კლუბში, ჩამოართვეს კაპიტნის სამკლავური და ზურგზე ოპერაცია გადაიტანა, რის გამოც 3-4 თვით გამოვიდა მწყობრიდან.
აღნიშნავენ, რომ ნოიერი უარს არ ეტყვის გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, იულიან ნაგელსმანს, თუ ის ფეხბურთელს გუნდში დაბრუნებას სთხოვს.