მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი დარწმუნებულია, რომ გაემგზავრება მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების რიგებში. მსოფლიოს ჩემპიონმა გოლკიპერმა მიმდინარე წლის აპრილში ორი მძიმე ტრავმა მიიღო და გაზაფხულამდე ვერ დაბრუნდება მოედანზე.
„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ვითამაშებ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე. არაფერმა არ უნდა შეუშალოს ხელი ჩემს მონაწილეობას ტურნირზე. როგორც კი ექიმები მწვანე შუქს ამინთებენ, სწრაფად დავუბრუნდები ვარჯიშებს. საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ ყავარჯნებს შობისთვის გადავაგდებ“, – მოჰყავს Bild-ს ნოიერის სიტყვები.